ბეჭდვა

 

მოსწავლეთა მიღების წესი

სასწავლებელში მოსწავლეები ჩაირიცხებიან მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მომართვის საფუძველზე.  I კლასში მიიღებიან ბავშვები, რომელთაც შეუსრულდათ ან მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე უსრულდებათ 6 წელი. სასწავლებელში მოსწავლეები ირიცხებიან გასაუბრებით.

 

I კლასში  ბავშვის ჩასარიცხად მშობელმა (კანონიერმა წარმომადგენელმა) უნდა წარმოადგინოს:

1) განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე (ივსება ადგილზე)

2) ბავშვის დაბადების მოწმობა – ორიგინალი.

3) ბავშვის პირადობის მოწმობის ასლი

4) მშობლების (ან კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლები და საკონტაქტო ინფორმაცია.

5) ბავშვის 2 ფოტოსურათი ზომით 3X4;

6) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ:

 

სხვა სკოლიდან გადმოყვანის შემთხვევაში მშობელმა (კანონიერმა წარმომადგენელმაუნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

1) განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე (ივსება ადგილზე)

2) ბავშვის დაბადების მოწმობა ორიგინალი ან ნოტარიული წესით დამოწმებული ასლი – პირადი ნორმის მითითებით.

3) მშობლების (ან კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლები და საკონტაქტო ინფორმაცია.

4) ბავშვის 2 ფოტოსურათი ზომით 3X4;

5) მოსწავლის პირადი საქმე: სასწავლო დაწესებულების ბეჭდით დამტკიცებული წლიური შეფასება დახასიათებასთან ერთად; ბრძანებიდან ამონაწერი ბავშვის ამორიცხვის შესახებ.

6) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ:

   სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილება არის ორმხრივი პროცესი. საჭიროების შემთხვევაში სასწავლებელი მშობელს გააცნობს თავის რეკომენდაციასსკოლაში მოსწავლის ჩარიცხვამდე მშობელი ეცნობა ხელშეკრულებას, ასევე სკოლის შინაგანაწესს და ხელმოწერით ადასტურებს თანხმობას სკოლის საგანმანათლებლო, იურიდიულ, დისციპლინარულ თუ სხვა პირობებზე.